DigiPen

წლების განმავლობაში, DigiPen- ის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ხელს უწყობდა ვიდეო თამაშების, სიმულაციებისა და ანიმაციის  ინდუსტირიების წინსვლას აყალიბებდა რა სტუდენტებს განსაკუთრებულ თამაშის დეველოპერებად, მეცნიერებად, ინჟინერებად,  პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებად, დიზაინერებად, მხატვრებად  და  მუსიკოსებად.

DigiPen- ის ტექნოლოგიის ინსტიტუტი არის პიონერი თამაშის განვითარების  საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მხრივ. . 1996 წელს, მან მსოფლიოში პირველმა შესთავაზა სტუდენტებს  ბაკალავრის ხარისხი ვიდეო თამაშებში. მას შემდეგ DigiPen-მა განავითარა პროგრამები და გააფართოვა სპექტრი. ინსტიტუტი სტუდენტს აძლევს მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას .

DigiPen- ის სტუდენტები არიან აღიარებულნი თავიანთ სფეროებში, მუდმივად იმარჯვებენ  საერთაშორისო კონკურსებზე. მაგალითად დამოუკიდებელ თამაშების ფესტივალზე (Independent Game Festival), DigiPen- ის კურსდამთავრებულბმა მიიღეს ყველაზე მეტი ჯილდო. აკადემიურ პერსონალს თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვს პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელსაც სტუდენტებს უზიარებენ. 

Princeton Review მიხედვით Digipen შედის საუკეთესო თამაშების დიაზაინის სკოლების 5-ეულში. 

უნივერსიტეტი აღიარებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ:

• Accrediting Commission of Career Schools and Colleges – ACCSC (National Accreditation Organization)

• Council for Higher Education Accreditation (CHEA)

• Engineering Accreditation Commission of ABET

უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებს გთავაზობთ 3 ქვეყანაში: 

  1. ამერიკის შეერთებულ შტატებში (რედმონდი, ვაშნგტონი) 
  2. ესპანეთში
  3. სინგაპური 

Digipen-ის Redmond კამპუსი მდებარეობს ვაშინგტონის შტატში, ხოლო კამპუსიდან 20 მილის რადიუსში მდებარეობს 350-ზე მეტი ინტერაქტიული მედია კომპანია- მათ შორის ინდუსტრიის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Microsoft, Nintendo, Valve, Disney, და Warner Bros.

მისაღები მოთხოვნები:

  • ატესტატი ან ცნობა რომ დამამთავებელი კლასის მოსწავლე ხართ ბოლო წლის ქულების ამონაწერი
  • ACT/ SAT
  • TOEFL/ IELTS
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი
  • პორტფოლიო (ზოგიერთი პროგრამისთვის) 

სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი

სწავლის დაწყების თარიღი: იანვარი / სექტემბერი

სწავლის ღირებულება $16560 წელიწადში

საცხოვრებლისა და კვების ღირებულება: $10400 წელიწადში

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: