City College of New York დაარსდა 1847 წელს, მდებარეობს ნიუ-იორკში და იკავებს 66-ე პოზიციას რეგიონალური უნივერსიტეტების რეიტინგში. უნივერსიტეტის 10 კურსდამთავრებული ნობელის პრიზის მფლობელია. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 180-მდე სტუდენტური კლუბი და ორგანიზაცია, რომლებში გაწევრიანებაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
უნივერსიტეტის მისაღები მოთხოვნები:
- საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატი/ დიპლომი და ბოლო 3 წლის ქულების ამონაწერი
- IELTS/ TOEFL
- პროგრამიდან გამომდინარე დამატებითი დოკუმენტები
ბაკალავრიატის ხანგრძლივობა: 4 წელი
სწავლის დაწყების თარიღი: იანვარი / სექტემბერი
სწავლის ღირებულება: $13,440 წელიწადში (24 კრედიტი)
საცხოვრებლის ღირებულება: $13,848 წელიწადში
კვების ღირებულება: $4,376 წელიწადში