Rotterdam Business School

უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა გთავაზობთ შემდეგ საბაკალავო პროგრამას: International Business

როტერდამის ბიზნეს სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლით, თუ როგორ უნდა იყოთ ინოვატორი, კულტურათაშორისი ბიზნეს კომუნიკატორი და ღირებულებებზე ორიენტირებული ლიდერი. უფრო პრაქტიკული მიდგომა არის უნივერსიტეტის მეთოდი საერთაშორისო ბიზნეს სამყაროში სტუდენტების მოსამზადებლად. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტებს დაევალებათ გაუმკლავდნენ რეალურ პრობლემებსა და ქეისებს რეალურ კომპანიებში. სტუდენტები იმუშავებენ მარკეტინგის გეგმებსა და გაყიდვების ტექნიკებზე. შექმნიან ორგანიზაციულ სტრატეგიებს. გაეცნობიან კომპანიების ფინანსურ საქმიანობას. შეასრულებენ ლოჯისტიკურ დავალებებს ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან შემდეგი ენებიდან ერთ-ერთს: ფრანგული, გერმანული, მანდარინი, იაპონური, ესპანური, რუსული ან ჰოლანდიური.

როტერდამის ბიზნეს სკოლა გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას აირჩიოტ აზიის ბაზარი როგორც თქვენი ბაკალავრის სპეციალიზაცია. პროგრამის ფარგლებში ისწავლით ერთ აზიურ ენას და მესამე წლის განმავლობაში თქვენ გაემგზავრებით აზიაში მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში სწავლისა და სტაჟირების გასავლელად.

მისაღები მოთხოვნები:

  • დიპლომი (ან ცნობა რომ დამამთავრებელი  კურსის სტუდენტი ხართ) და ქულების ამონაწერი
  • ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი: IELTS /  TOEFL
  • სარეკომენდაციო წერილები
  • სამოტივაციო წერილი
  •  CV

პროგრამების ხანგრძლივობა: 4 წელი 

პროგრამების წლიური ღირებულება €8165

უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:Master in Consultancy and Entrepreneurship

Master in Finance and Accounting
Master in International Supply Chain Management

მისაღები მოთხოვნები:

  • დიპლომი (ან ცნობა რომ დამამთავრებელი  კურსის სტუდენტი ხართ) და ქულების ამონაწერი
  • ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი: IELTS /  TOEFL
  • სარეკომენდაციო წერილები
  • სამოტივაციო წერილი
  •  CV

პროგრამების ხანგრძლივობა: 1 წელი

პროგრამების ღირებულება €11750

Share: Facebook, Twitter, Linkedin


შევსეთ სარეგისტრაციო ფორმა