The University of Sheffield

The University of Sheffield მდებარეობს შეფილდში გაერთიანებულ სამეფოს სიდიდით მეოთხე ქალაქში. შეფილდი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სტუდენტურ ქალაქად. საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი ქალაქში 5000 ცდება. The University of Sheffield მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია, იკავებს 80-ე პოზიციას მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში, ხოლო გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების რეიტინგში 14 ადგილზეა. უნივერსიტეტის ისტორია 1828 წლიდან იწყება.

უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუდენტებს ხვდებიან აეროპორტთან და ცდილობენ სტუდენტის უნივერსიტეტში ყოფნის დრო იყოს ნაყოფიერი, უსაფრთხო. წარმომადგენლები ეხმარებიან სტუდენტს ორიენტაციის პროცესში, ასევე უწევენ მას მხარდაჭერას სწავლის პერიოდში. შეძლებისდაგვარად აგვარებენ  საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებს.

უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება ითვლება უდიდესად გაერთაინებულ სამეფოში, ამასთანავე Student Unìon- ის სახელზე ირიცხება უამრავი ჯილდო.


უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ foundation (ბაკალავრისტისთვის მოსამზადებელ) პროგრამებს:

► ბიზნესი, სამართალი და სოციალური მეცნიერებები

► მეცნიერება და ინჟინერია

Foundation პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ აღნიშული  მიმართულებებიდან მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე. 

მისაღები მოთხოვნები:

სკოლის ატესტატი ან ცნობა რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ და ქულების ამონაწერი

√ IELTS UKVI 5.0/6.0

სწავლის ღირებულება: £14,980- £17,110


უნივერსიტეტი გთავაზობთ  წინასამაგისტრო პროგრამებს რომლების დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობთ შემდეგი მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე:

► ბიზნესი, სამართალი და სოციალური მეცნიერებები

► მეცნიერება და ინჟინერია

სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი/ იანვარი

სწავლის ღირებულება ⇒ £15,350 
 

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: