Glasgow Caledonian University

Glasgow Caledonian University  დაარსდა 1993 წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტია და  მდებარეობს გლასგოუში, შოტლანდიაში. უნივერსიტეტი უკვე ბევრი წელია იკავებს ადგილს გაერთიანებული სამეფოს თანამედროვე უნივერსიტეტების საუკეთესო ათეულში. 

უნივერსიტეტის კამპუსზე ფუნქციონირებს ვირტუალური საავადმყოფო, მაღალტექნოლოგიური სამაუწყებლო სტუდია, მოდის ქარხანა. უნივერსიტეტი სტუენტებს სთავაზობს ახალ პროგრამებს, რომლებიც მორგებული თანამედროვე სამუშაო ბაზარსა და დამსაქმებლების მოთხოვნებზე. 

უნივერსიტეტი გთავაზობთ წინასაბაკალავრო, საბაკალავრო, წინასამაგისტრო და სამაგისტრო პროგრამებს შემდეგ სფეროებში:

  • სამართალი 
  • ხელოვნება, აქრიტექტურა და დიზაინი
  • ჰუმანიტარული მეცნირებები
  • ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა და ფინანსები
  • სოციალური მეცნიერებები
  • მეცნიერება
  • ინჟინერია

მისაღები მოთხოვნები:

  • ატესტატი/ დიპლომი (ან ცნობა რომ დამამთავრებელი კლასის/ კურსის სტუდენტი ხართ) და ქულების ამონაწერი
  • ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი: IELTS/  TOEFL
  • სარეკომენდაციო წერილები
  • სამოტივაციო წერილი
  •  CV

სწავლის ხანგრძლივობა საბაკალავრო საფეხურზე: 3 წელი

სწავლის ხანგრძლივობა სამაგისტრო საფეხურზე: 1 წელი

სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი/ იანვარი

სწავლის წლიური ღირებულება: £11,995 დან

 

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: