საზაფხულო სკოლა ფლორიდაში

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა 14 დან 18 წლამდე საერთაშორისო მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ამერიკული საზაფხულო ბანაკის გამოცდილება, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, შეიძინონ უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მიიღონ მეტი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და ამერიკული სწავლების სისტემის შესახებ. მონაწილეები შეხვდებიან უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს და პირდაპირ მათგან მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესისა და სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ.

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი მდებარეობს ფლორიდაში (Tampa Bay).  

საზაფხულო ბანაკის განმავლობაში მონაწილეებისთვის დაგეგმილია შემეცნებითი ხასიათის გასვლები.  მონაწილეები გაეცნობიან ამერიკულ კულტურასა და ისტორიას.

შბათ-კვირას ბანაკის მონაწილეები ესტუმრებიან თემატურ პარკს- დისნეილენდს, ორლანდოში. ისინი მოინახულებენ Universal Studios-ს.  

მოსწავლეები თავისუფალ დროს გაატარებენ ფლორიდის  პლაჟებზე, სავაჭრო ცენტრებში,  დაესწრებიან სპორტულ ღონისძიებებს და ესტუმრებიან სხვადასხვა მუზეუმებს.

სტანდარტული დღის განრიგი

 

დრო

აქტივობა

7:30

საუზმე უნივერსიტეტის სასადილოში

8:00

ინგლისური ენის სასწავლო სემინარები

12:00

ლანჩი უნივერსიტეტის სასადილოში

13:00

უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტებში ვიზიტები, ლაბორატორიების მონახულება, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღება

15:00

სპორტული, კულტურული აქტივობები

17:30

ვახშამი უნივერსიტეტის სასადილოში

19:00

საღამოს გასართობი ღონისძიებები, სოციალური აქტივობები

 

საზაფხულო სკოლის თარიღები: ივნისი/ ივლისი

ხანგრძლივობა: 2 ან 4 კვირა

ღირებულება: $2750 (2 კვირიანი)

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: