საზაფხულო სამედიცინო სკოლა - University of Exeter
საზაფხულო სკოლის მიზანია მოამზადოს 16-18 წლის მოსწავლეები საუნევირსიტეტო სწავლებისთვის და ჩამოუყალიბოს მათ სამედიცინო მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად საჭირო უნარ-ჩვევები.
პროგრამა შედგება მედიცინის პრაქტიკული და თეორიული მოდულებისგან.
მოსწავლეები გაეცნობიან მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებს და შესაძლებლობა ექნებათ გააზრებულად აირჩიონ მომავალი პროფესია.
ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტის, University of Exeter-ის საზაფხულო პროგრამა, ერთ-ერთი წინაპირობაა სწავლის ბრიტანეთის უნივერსიტეტებში გასაგრძელებლად.
მისაღები მოთხოვნები:
- IELTS 6.0 / FCE
- ცნობა სკოლიდან
- სკოლის ბოლო კლასის ქულების ამონაწერი
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროგრამის ღირებულება: £2500
ღირებულებაში შედის:
- ტრანსფერი აეროპორტიდან
- საცხოვრებელი
- ორჯერადი კვება
- სოციალური პროგრამები
- სასწავლო მასალები
ფასში არ შედის ფრენა, დაზღვევა და სავიზო მოსაკრებელი.