Trinity college Dublin

Trinity college Dublin

რატომ უნდა მიიღოთ განათლება  ირლანდიაში, Trinity college Dublin-ში?

  • ქალაქის უსაფრთხოება

 UN Global Peace Index 2016-ის მიხედვით დუბლინი აღიარებული მე-12 ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მსოფლიოში, ქალაქი არის პატარა, მეგობრული და ახალგაზრდებით სავსე ადგილი, სადაც თითქმის ყველა საუბრობს ინგლისურად. ასევე დუბლინში მრავლადაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, თეატრები, მუზეუმები, ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის ფესტივალები.

  • უნივერსიტეტის რეიტინგი და სანდოობა

Trinity college Dublin დაარსდა 1592 წელს, უნივერსიტეტმა მოიპოვა ირლანდიის N1 უნივერსიტეტის ტიტული, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ის შედის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების 100-ეულში.

  • ფაკულტეტების ფართო არჩევანი

უნივერსიტეტი გთავაზობთ 3 ფაკულტეტსა და 24 სკოლას, რომლების მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ინჟინერია, მათემატიკა და მეცნიერებები, ჯანმრთელობა და მედიცინა, ხელოვნება, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.

  • მასალებზე წვდომის უდიდესი რესურსი

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მოიცავს 6 მილიონამდე წიგნსა და სამეცნიერო ნაშრომებს, ელექტრონული  ბიბლიოთეკა კი აერთიანებს 30000 სამეცნიერო ჟურნალსა და გამოცემას.

  • საერთაშორისო სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა საერთაშორისო სტუდენტებს

უნივერსიტეტში ამჟამად 17,000-მდე სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 122 ქვეყნიდან, მათ შორისაა საქართველო. საერთაშორისო სტუდენტებს  ეძლევათ საშუალება იმუშაონ 20 საათი კვირაში, ხოლო 40 საათი საუნივერსიტეტო არდადეგებზე. სწავლის დასრულების შემდეგ საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებიიღებენ 1 წლიან სამუშაო ვიზას, ხოლო სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძევათ 2 წლიანი სამუშაო ვიზა.

  • საერთაშორისო კომპანიების სათაო ოფისების ლოკაცია

დუბლინში მდებარეობს ისეთი საერთაშoრისო კომპანიების სათაო ოფისები როგორებიცაა : Google, Facebook, Apple, Twitter, Pfizer, CITI.

მისაღები მოთხოვნები:

  • ატესტატი + 1 წელი ქართულ უნივერსიტეტში/ Foundation/ A levels/ IB / ბაკალავრის დიპლომი და ქულების ამონაწერი
  • IELTS 6.5/ TOEFL 90
  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • სამოტივაციო წერილი
  • CV

საბაკალავრო პროგრამების ხანგრძლივობა 4 წელია. 

სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა 1 წელია

სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი

სწავლის ღირებულება:  €17,698 ევროდან

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: