Marbella International University

Marbella International University მდებარეობს საკურირტო ქალაქ Marbella- ში. უნივერსიტეტი წარმოადგენს University of West London – ის ნაწილს და შესაბამისად სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ იღებენ ბრიტანულ ხარისხს. უნივერსიტეტი გამოირჩევა ჯგუფებში სტუდენტების მცირე რაოდენობით, რაც იძლევა მეტი ყურადღებისა და დროის მიღების გარანტიას. უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს ქალაქის ცენტრთან და სანაპიროსთან ახლოს. კამპუსი გამოირჩევა უსაფრთხოების დონითაც. 

უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: 

  • საერთაშორისო ბიზნესი
  • საერთაშორისო ურთიერთობები 
  • მარკეტინგი: კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • მედია და ჟურნალისტიკა

მისაღები მოთხოვნები:

  • ატესტატი და ქულების ამონაწერი;
  • IELTS 6.0 / TOEFL 72/ ინგლისური ენის შიდა გამოცდა
  • სამოტივაციო წერილი (500 სიტყვა) 

საბაკალავრო პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელია.

ხოლო სწავლის ღირებულება შეადგენს 18,900 ევროს წელიწადში და მოიცავს სწავლის, სასწავლო მატერიალების,  iPad, დაზღვევის ხარჯებს. 

Share: Facebook, Twitter, Linkedin


დამატებიითი ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ ფორმა: