სრული დაფინანსება ამერიკის სკოლაში

GAA, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე-10, მე-11, მე-12 კლასში, განათლების მიღებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, გაძლევთ შანსს მოიპოვოთ სრული დაფინანსება CATS ACADEMY-ში. 

დაფინანსება ეხება როგორც სწავლის ღირებულებას ისე საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს. 

დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ CATS ACADEMY-ში. სკოლა მდებარეობს ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს: 

  • იყოთ მე-9 ან მე-10 კლასის მოსწავლე;
  • შედიოდეთ კლასში მოსწავლეების რეიტინგის საუკეთესო 5%-ში;
  • მე-9 კლასი- მინიმალური GPA 3.5/4 ან 8.8/10, ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი TOEFL 90 +, IELTS 6.5 + ;
  • მე-10 კლასი-  მინიმალური GPA 3.8/4 ან 9.5/10, ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი TOEFL 100 +, IELTS 7.0 + ;
  • გსურედეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მიღება;
  • გქონდეთ სურვილი ისწავლოთ აივი ლიგის უნიევრსიტეტში ( ბრაუნის უნივერსიტეტი,  იელის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, პრინსტონი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, დართმუზის კოლეჯი);

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად

სააპლიკაციო პროცესის პირველ ეტაპზე სკოლაში იგზავნება შემდეგი დოკუმენტები: 

✓ ქულების ამონაწერი სკოლიდან (ბოლო 3 კლასი) 

✓ 2 სარეკომენდაციო წერილი სკოლიდან (მათემატიკისა და ინგლისურის მასწავლებლებისგან) 

✓  სამოტივაციო წერილი - წერილში მოსწავლე აღწერს თუ რატომ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა და როგორია მისი სამომავლო გეგმები. 

✓  ესე - 500 სიტყვიანი ნაშრომი, რომელიც პასუხობს კითხვას - What makes you Unique? 

✓  500 სიტყვამდე პასუხი შემდეგი კითხვებიდან ერთ ერთზე:

  1. If a self-driving car has a road tra c accident, who is responsible?
  2. Is it appropriate for governments to spend money on exploring space while some people in the world do not have clean drinking water?
  3. Should parents be allowed to use gene c engineering to make their babies more intelligent?
  4. Is it important to study history at school?
  5. Does 1 + 1 always equal 2?
  6. Can a child’s pain ng be considered a work of art?
  7. Approximately how many tennis balls are there in Australia?

საბუთების განხილვის შემდეგ მოსწავლე მიიRებს პასუხს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. 

იმ მოსწავლეებს, რომელებიც ვერ გადავლენ მეორე ეტაპზე შეუძლიათ არასრული დაფინანსების მოპოვება (20%; 30%; 50%;) , აღნიშნული დაფინანსება დამოკიდებული იქნება სკოლაში გაგზავნილ დოკუმენტაციაზე. 

კონკურსის მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: 

საწყისი ინტერვიუ - მოსწავლეები გაივლიან  ინტერვიუს აკადემიურ პერსონალთან. ინტერვიუ შეეხება მოსწავლეების მიერ პირველ ეტპაზე გადაგზავნილ დოკუმენტაციას (ესეებს, პასუხებს კითხვებზე და მოსწავლეების აკადემიურ მისწრაფებებს) ინტერვიუ საშუალოდ 30 წუთი გარძელდება. 

SSAT ტესტი- მოსწავლეები ჩააბარებენ ონლაინ ტესტს რომელიც საშუალოდ 110 წუთი გაგრძელდება რაოდენობრივი ნაწილი- 30 შეკითხვა (მათემატიკა); ვერბალური ნაწილი- 30 შეკითხვა ) 

სასკოლო ნაშრომი - მოსწავლეებმა CATS Academy- ში უნდა გაგზავნონ მინიმუმ ერთი ნაშრომუ/ პროექტი, რომელიც ინგლისურ ენაზე აქვთ შესრულებული, სკოლაში.

საბოლოო ინტერვიუ სკოლის დირექტორთან- კონკურსის ბოლო საფეხურს წარმოადგენს, ინტერვიუ სკოლის დირექტორთან, რომელიც საშუალოდ 30 წუთი გაგრძელდება. 

GAA ყველა აპლიკანტს გაუწევს მხარდაჭერას სააპლიკაციო პროცედურებში, წარმატების შემთხვევაში კი სავიზო პროცედურებშიც. აღნიშნული სერვისი უფასოა.  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

☎️ +995 593 71 58 58 

☎️ +995 558 17 58 58

📩info@academicabroad.ge