იტვირთება...
University of the West of England მდებარეობს ბრისტოლში, გაერთიანებულ სამეფოში. მისი ისტორია 1970 წლიდან იწყება, ხოლო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა 1992 წელს. უნივერსიტეტი იკავებს 49-ე ადგილს გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტების რეიტინგში.
უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ Foundation, ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელ პროგრამებს:
• Business, Law and Social Sciences
• Engineering
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ განაგრძობთ სწავლას შესაბამის 3 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე.
მისაღები მოთხოვნები:
√ ატესტატი და ქულების ამონაწერი/ ცნობა რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ და ბოლო სამი კლასის ქულების ამონაწერი
√ IELTS UKVI 5.0
სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი / იანვარი
სწავლის ღირებულება: £11,300 დან
International Year One
უნივერსიტეტი გთავაზობთ International Year One პროგრამას, რომელიც უთანაბრდება ბაკალავრიატის პირველ წელს და აერთიანებს Foundation პროგრამასა და საბაკალავრო პროგრამის პირველ წელს, პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი აგრძელებს სწავლას მეორე კურსიდან ანუ ჯამში 3 წელიწადში ამთავრებს ბაკალავრიატს.
უნივერსიტეტი გთავაზობთ ბიზნესისა და ინჟინერიის მიმართულებებს:
მისაღები მოთხოვნები:
√ ატესტატი და ბოლო კლასის ქულების ამონაწერი + 1 წლიანი სკოლის შემდგომი განათლება/ IB/ A Levels
√ IELTS UKVI 5.5 +
სწავლის დაწყების თარიღი: იანვარი/სექტემბერი
სწავლის ღირებულებაა: £12,350
უნივერსიტეტი გთავაზობთ 1 წლიან წინასამაგისტრო პროგრამებს რომლების დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობთ შემდეგი მიმართულებების სამაგისტრო პროგრამებზე:
სწავლის დაწყების თარიღი ⇒ სექტემბერი/ იანვარი
სწავლის ღირებულება ⇒ £12,230