



იტვირთება...
Trinity college Dublin
რატომ უნდა მიიღოთ განათლება ირლანდიაში, Trinity college Dublin-ში?
UN Global Peace Index 2016-ის მიხედვით დუბლინი აღიარებული მე-12 ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მსოფლიოში, ქალაქი არის პატარა, მეგობრული და ახალგაზრდებით სავსე ადგილი, სადაც თითქმის ყველა საუბრობს ინგლისურად. ასევე დუბლინში მრავლადაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, თეატრები, მუზეუმები, ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის ფესტივალები.
Trinity college Dublin დაარსდა 1592 წელს, უნივერსიტეტმა მოიპოვა ირლანდიის N1 უნივერსიტეტის ტიტული, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ის შედის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების 100-ეულში.
უნივერსიტეტი გთავაზობთ 3 ფაკულტეტსა და 24 სკოლას, რომლების მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ინჟინერია, მათემატიკა და მეცნიერებები, ჯანმრთელობა და მედიცინა, ხელოვნება, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მოიცავს 6 მილიონამდე წიგნსა და სამეცნიერო ნაშრომებს, ელექტრონული ბიბლიოთეკა კი აერთიანებს 30000 სამეცნიერო ჟურნალსა და გამოცემას.
უნივერსიტეტში ამჟამად 17,000-მდე სტუდენტი სწავლობს მსოფლიოს 122 ქვეყნიდან, მათ შორისაა საქართველო. საერთაშორისო სტუდენტებს ეძლევათ საშუალება იმუშაონ 20 საათი კვირაში, ხოლო 40 საათი საუნივერსიტეტო არდადეგებზე. სწავლის დასრულების შემდეგ საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებიიღებენ 1 წლიან სამუშაო ვიზას, ხოლო სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძევათ 2 წლიანი სამუშაო ვიზა.
დუბლინში მდებარეობს ისეთი საერთაშoრისო კომპანიების სათაო ოფისები როგორებიცაა : Google, Facebook, Apple, Twitter, Pfizer, CITI.
მისაღები მოთხოვნები:
საბაკალავრო პროგრამების ხანგრძლივობა 4 წელია.
სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა 1 წელია
სწავლის დაწყების თარიღი: სექტემბერი
სწავლის ღირებულება: €17,698 ევროდან