



იტვირთება...
გსურთ სწავლა აშშ-ში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული? აპლიკაციის გაგზავნამდე, აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორია სტუდენტური ცხოვრება შეერთებულ შტატებში.
თუ არ იცით, რას უნდა ელოდოთ იქ გადასახლებამდე, გაითვალისწინეთ, რომ შეერთებულ შტატების უნივერსიტეტში სწავლა შეიძლება უჩვეულო და დამაბნეველი მოგეჩვენოთ, თქვენი წარმომავლობისა და ცხოვრების წესიდან გამომდინარე. აქ მოცემულია შეერთებულ შტატებში სწავლისთვის საჭირო დეტალები, რაც ყველა უცხოელმა სტუდენტმა უნდა იცოდეს.
აშშ საუნივერსიტეტო მომსახურება
საბედნიეროდ, პირველი კვირაში არსებული აურზაური ადვილად მოგვარდება, ვინაიდან დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის თანამშრომლებმა იციან, როგორ გაუმკლავდნენ სტუდენტების სირთულეებსა და პრობლემებს.
ამის გამო, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შექმნეს სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისთვის.
სოციალური ცხოვრება აშშ-ში
ქალაქმა, რომელშიც თქვენი დაწესებულება მდებარეობს, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს სოციალურ ცხოვრებაზე ამერიკულ კოლეჯში. თქვენს ცხოვრებას შეცვლის სკოლის ტიპი, სხვა მოსწავლეები და ქალაქის ზომა, სადაც იცხოვრებთ.
შეერთებულ შტატებში კოლეჯებისთვის რამდენიმე ქალაქია განკუთვნილი, რომლებიც აკადემიურმა ინსტიტუტებმა, შეკრებებმა და ორგანიზაციებმა „დაიპყრეს“. მოსახლეობის უმრავლესობას უნივერსიტეტის სტუდენტები, თანამშრომლები და პროფესორები შეადგენენ.
ქალაქებში, სადაც მოსახლეობა ძირითადად სამსახურიდან სახლში და პირიქით მოძრაობს, ყოველთვის ნაკლები კოლეჯია და ნაკლები სტუდენტი ცხოვრობს.
მოქნილი გრაფიკისა და შესვენებების გამო, აშშ-ს განათლების სისტემა პოპულარულია საერთაშორისო სტუდენტებში. ორი სემესტრული გრაფიკით, სტუდენტები ატარებენ კლასში ნახევარ წელზე ცოტა მეტს, რადგან საშუალო სემესტრი გრძელდება 15 კვირა.
სტუდენტებს საშუალება აქვთ გაფრინდნენ სახლში მეგობრებისა და ოჯახის სანახავად, იმოგზაურონ აშშ-ს გარშემო, ან გაიარონ სტაჟირება, რათა მიიღონ პროფესიული გამოცდილება ზაფხულის არდადეგების დროს, რომელიც ჩვეულებრივ მაისიდან აგვისტომდე გრძელდება.
საუნივერსიტეტო კლუბები აშშ-ში
აშშ-ში უნივერსიტეტში სწავლის კიდევ ერთი მიზეზი სტუდენტური კლუბებია. სტუდენტურ ჯგუფებში გაწევრიანება ნებაყოფლობიათია და ეხმარება ბევრ უცხოელ სტუდენტს, მაქსიმალურად გამოიყენონ იქ თავიანთი აკადემიური გამოცდილება.
შესაფერისი კლუბების არჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ჰობი. მოგწონთ სიმღერა? ცეკვა? ესკიზის გაკეთება ან ანიმეების ყურება? გსურთ ქვიდიჩის თამაში სხვა პოტერჰედებთან? ვინაიდან სტუდენტებს განსხვავებული ინტერესები აქვთ, ჯგუფები მრავალფეროვანია.