იტვირთება...

shape shape shape shape

6 რჩევა პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის!

6 რჩევა პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის!

ყოველ ზაფხულს საერთაშორისო სტუდენტები ემზადებიან აშშ-ში სწავლის დასაწყებად. კამპუსში განთავსების შემდეგ, მნიშვნელოვანია სტუდენტებმა გაცნობითი, იგივე ორიენტაციის დღით ისარგებლონ და მეტი გაიგონ თავიანთ ცხოვრებაზე კამპუსში.

 

დაიმახსოვრე, რომ ყველა ერთ გზას გადიხართ

მიუხედავად იმ წინაღობებისა, რასაც აწყდებიან სტუდენტები ახალ ქვეყანაში ცხოვრების დაწყების დროს, დაიმახსოვრეთ, რომ ორენტაციის დღეს კამპუსში ყველა სტუდენტი ამ გზას გაივლის. ზოგ უნივერსიტეტს დამატებითი საორიენტაციო დღეებიც აქვთ სპეციალურად საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილი. ახალი ადამიანების გაცნობისთვის კარგი საშუალებაა საორიენტაციო დღეზე დასწრება, რადგან თქვენ და ეს ახალი სტუდენტები მომავალ გამოცდილებებს ერთად გაიზიარებთ.

 

არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის

საორიენტაციო დღე ყველაზე კარგი საშუალებაა კითხვების დასასმელად თქვენს ახალ კამპუსთან დაკავშირებით, ტრანსპორტირებიდან დაწყებული, უსაფრთხოების საკითხებით დასრულებული.

 

დაესწარით გაცნობით დღეებს

გაცნობითი დღეების დროს პირველ კვირაში სტუდენტები ხვდებიან სხვა საერთაშორისო სტუდენტებს და უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ კულტურულ გამოცდილებას. შესაძლებელია ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება მაღალკურსელ სტუდენტებთანაც.

 

დაესწარით სპორტულ ღონისძიებებს

შესაძლოა სპორტი არ იყოს თქვენი საყვარელი სფერო, თუმცა სპორტული საღამოები კარგი საშუალებაა ახალი ადამიანების გასაცნობად. სცადეთ თქვენი კურსელების გაცნობა სპორტულ ღონისძიებებზე, სადაც ისინი ყველაზე მეტად იკრიბებიან.

 

დაამყარეთ ორიენტაციის დღის შემდგომი ურთიერთობები

საორიენტაციო და გაცნობითი დღის დროს შეძენილ ადამიანებთან მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარებაც. გაიმყარეთ თქვენი კავშირები არამხოლოდ სტუდენტებთან, არამედ პროფესორებთან და აკადემიურ მრჩევლებთან, რომლებიც დაგეხმარებიან კარიერის დაგეგმვაში. ამგვარი კავშირები ბევრად უფრო მარტივსა და საინტერესოს გახდის თქვენს ცხოვრებას აშშ-ში.

 

 

bg

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით