



იტვირთება...
Fontys University of Applied Sciences არის გამოყენებითი მეცნიერების ჰოლანდიური უნივერსიტეტი, რომელსაც ჰოლანდიაში მდებარე რამდენიმე კამპუსში 44.000 სტუდენტი ჰყავს. უნივერსიტეტის სამი უმსხვილესი კამპუსი მდებარეობს ქალაქებში: იინდჰოვემი, ტილბურგი და ვენლო.
2014 წელს, ფონტის რექტორი Nienke Meijer "ნიდერლანდების ყველაზე გავლენიანი ქალად" დასახელდა.
ყოველწლიურად ფონტის სხვადასხვა სასწავლო პროგრამის დაახლოებით 10 სტუდენტი, ერთად აყალიბებს კომპანიას, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებულია ჰოლანდიის კომერციულ რეესტრში. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები მართავენ თავიანთი კომპანიას და ახორციელებენ ყველა საჭირო პროცედურას: ბიზნეს გეგმის შედგენა, აქციების გაყიდვა, სამეწარმეო საქმიანობის დაფინანსება, პროდუქტის / მომსახურების განვითარება და გაყიდვა და საგადასახადო ანგარიშის მომზადება. ყველა სამუშაო პოზიცია და ფუნქცია, როგორიცაა გენერალური მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი ან ფინანსური მენეჯერი კომპანიაში ნაწილდება სტუდენტებზე. აკადემიური წლის დასასრულს კომპანია ლიკვიდირებულია სათანადოდ. გასული წლების განმავლობაში, რამდენიმე ფონტის სტუდენტური კომპანია მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო ბიზნეს კონკურსებში. მათ რამდენიმე ჯილდოც მოიპოვეს. ინჟინერიის სტუდენტები ფონტი ვენლოში გამოცდილებას მიიღებენ ქარხანაში სადაც მუშავდება კომპანიებზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტილებები.
სწავლის პერიოდში ფონტის სტუდენტები ორჯერ გადიან სტაჟირებას (ერთი სემესტრი მესამე და მეოთხე აკადემიური წლის განმავლობაში). სტაჟირება შეიძლება განხორციელდეს ჰოლანდიაში ან საზღვარგარეთ. სტაჟირების მსვლელობისას სტუდენტები მუშაობენ კონკრეტული კომპანიის პროექტზე. მათ ზედამხედველობენ უნივერსიტეტის ლექტორი და ერთი კომპანიის თანამშრომელი. ეს სტაჟირება სასარგებლოა პროფესიული ქსელის შექმნისა და სამუშაო გამოცდილების მისაღებად, რაც სწავლის შემდეგ დასაქმებას უწყობს ხელს.
ფონტი თანამშრომლობს 500-მდე საერთაშორისო კომპანასთან. მაგალითად: 3M, Adidas, Bayer, BMW, Coca-Cola, Daimler AG, Deloitte, Ernst & Young, Henkel, IKEA, KPMG, L'Oréal, Metro AG, Nike, Inc., Philips, Porsche, Robert Bosch GmbH, Siemens, Sony, Vodafone, Volkswagen...
უნიევრსიტეტი გთავაზობთ შემდეგ საბაკალავრი პროგრამებს:
სწავლის წლიური ღირებულება: 7500 ევრო
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი
უნივერსიტეტი გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს: