იტვირთება...
წლების განმავლობაში, DigiPen- ის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ხელს უწყობდა ვიდეო თამაშების, სიმულაციებისა და ანიმაციის ინდუსტირიების წინსვლას აყალიბებდა რა სტუდენტებს განსაკუთრებულ თამაშის დეველოპერებად, მეცნიერებად, ინჟინერებად, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებად, დიზაინერებად, მხატვრებად და მუსიკოსებად.
DigiPen- ის ტექნოლოგიის ინსტიტუტი არის პიონერი თამაშის განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მხრივ. . 1996 წელს, მან მსოფლიოში პირველმა შესთავაზა სტუდენტებს ბაკალავრის ხარისხი ვიდეო თამაშებში. მას შემდეგ DigiPen-მა განავითარა პროგრამები და გააფართოვა სპექტრი. ინსტიტუტი სტუდენტს აძლევს მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას .
DigiPen- ის სტუდენტები არიან აღიარებულნი თავიანთ სფეროებში, მუდმივად იმარჯვებენ საერთაშორისო კონკურსებზე. მაგალითად დამოუკიდებელ თამაშების ფესტივალზე (Independent Game Festival), DigiPen- ის კურსდამთავრებულბმა მიიღეს ყველაზე მეტი ჯილდო. აკადემიურ პერსონალს თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვს პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელსაც სტუდენტებს უზიარებენ.
Princeton Review მიხედვით Digipen შედის საუკეთესო თამაშების დიაზაინის სკოლების 5-ეულში.
უნივერსიტეტი აღიარებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ:
• Accrediting Commission of Career Schools and Colleges – ACCSC (National Accreditation Organization)
• Council for Higher Education Accreditation (CHEA)
• Engineering Accreditation Commission of ABET
უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებს გთავაზობთ 3 ქვეყანაში:
Digipen-ის Redmond კამპუსი მდებარეობს ვაშინგტონის შტატში, ხოლო კამპუსიდან 20 მილის რადიუსში მდებარეობს 350-ზე მეტი ინტერაქტიული მედია კომპანია- მათ შორის ინდუსტრიის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Microsoft, Nintendo, Valve, Disney, და Warner Bros.
მისაღები მოთხოვნები:
სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი
სწავლის დაწყების თარიღი: იანვარი / სექტემბერი
სწავლის ღირებულება $16560 წელიწადში
საცხოვრებლისა და კვების ღირებულება: $10400 წელიწადში