იტვირთება...

shape shape shape shape

გსურთ ისწავლოთ ბიზნესი გერმანიის ერთ-ერთ მიმზიდველ უნივერსიტეტში?

გსურთ ისწავლოთ ბიზნესი გერმანიის ერთ-ერთ მიმზიდველ უნივერსიტეტში?

Სიბიესის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული კერძო უნივერსიტეტი ბიზნესის მიმართულებით. უნივერსიტეტი გთავაზობთ აკრედიტებულ საბაკალავრო, სამაგისტრო და MBA (მაგისტრი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით) პროგრამებს გერმანულ და ინგლისურ ენებზე. გერმანიის მასშტაბით, უნივერსიტეტი წარმოდგენილია შვიდ ლოკაციაზე: კიოლნში, მაინცში, ბერლინში / პოტსდამში, აახენში, ბრულში, სოლინგენსა და ნეუსში. გარდა ამისა, მსოფლიოში 160-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს სიბიესს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრის გავლა საზღვარგარეთ. სხვადასხვა რეიტინგში, HR მენეჯერები და სტუდენტები ადასტურებენ, რომ სიბიესი არის ბიზნეს მეცნიერებების მიმართულებით საუკეთესო კერძო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირებისთვის რაინლანდში და არის ციფრული განათლების ერთ-ერთი საუკეთესო პროვაიდერი გერმანიაში.

სიბიესის ლექტორთა კათედრა შედგება 70-ზე მეტი პროფესორისგან. ამგვარად, უნივერსიტეტის სტუდენტები სარგებლობენ თეორიისა და პრაქტიკის სრულყოფილი ნაზავით. Საერთაშორისო სტუდენტების 30% წარმოადგენს 75 ეროვნებას, რაც უნივერსიტეტს ხდის მულტიკულუტურულს.

 

ფაქტები:

  • 3000-ზე მეტი სტუდენტი
  • 7 კამპუსი: კიოლნი, მაინცი, ბერლინი / პოტსდამი, აახენი, ბრული, სოლინგენი და ნეუსი
  • დაარსდა 1993 წელს
  • 70 პროფესორი და მრავალი თავისუფალი (დამატებითი) ლექცია ბიზნეს მეცნიერებების მიმართულებბით
  • სრულ განაკვეთზე, ნახევარ განაკვეთზე, გაორმაგებული სწავლა
  • 25% საერთაშორისო ლექციები
  • 160-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი მთელის მსოფლიოს მასშტაბი
  • 30% საერთაშორისო სტუდენტები
  • საბაკალავრო, სამაგისტრო, MBA პროგრამები

 

საუკეთესო ბიზნეს სკოლა

Სიბიესის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა არის ერთ-ერთი ბიზნეს სკოლა, რომელსაც აქვს საუკეთესო სასწავლო და შემდგომი განათლების პროგრამები გერმანიაში. ამ დასკვნამდე მივიდა ცნობილი ბიზნეს და ფინანსური ჟურნალი Focus-Money კელნის საკონსულტაციო და ანალიზის კომპანია ServiceValue-თან თანამშრომლობით 2021 წლის იანვარში. ვრცელი გამოკითხვის ფარგლებში 175 პროვაიდერი 14 სხვადასხვა კატეგორიიდან შეაფასა თითქმის 24,000 მომხმარებელმა. კატეგორიაში „Business Schools/Wirtschaftshochschulen“ CBS-მა მიაღწია საშუალოზე მაღალ რეიტინგებს და მიენიჭა ტიტული „ტოპ ბიზნეს სკოლა“.

 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან დაჯავშნეთ კონსულტაცია

Mob: +995 555 669 999 | +995 555 969 999

E-Mail: [email protected]
Address: 37M, Ilia Chavchavadze Avenue, Axis Towers | 5th floor (Terminal Towers) | 0165, Tbilisi, Georgia

FB: GAA • ჯი ეი ეი - Study Abroad

IG: gaa_study_abroad

TT: gaa_study_abroad

bg

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით