იტვირთება...

shape shape shape shape

საზღვარგარეთ სწავლის დადებითი და უარყოფითი მხარეები

საზღვარგარეთ სწავლის დადებითი და უარყოფითი მხარეები

პროფესიული ცოდნის გაღრმავება, უცხო ენის დონის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობა, თვალსაწიერის გაფართოება და განსხვავებული გამოცდილებისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან შეხვედრა პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს გვიღვივებს სურვილს, ქვეყნის საზღვრებს გავცდეთ და სასწავლებლად ჩვენს საოცნებო უნივერსიტეტებს მივაშუროთ.

საზღვარგარეთ წასვლასთან ერთად ახალ გარემოში ცხოვრების თანმდევი პრობლემებიც იჩენს თავს და სულაც არაა გასაკვირი, რომ ეს ცოტათი მაინც გაშინებდეს. განვიხილოთ დადებითი და უარყოფითი მხარეეი

საზღვარგარეთ სწავლის პლიუსები (+)

1. სტატუსი და პრესტიჟი
უცხოური სასწავლებლის კურსდამთავრებულს ბევრად მეტი შანსი აქვს მიიღოს სასურველი ვაკანტური ადგილი სოლიდურ, ცნობილ კომპანიაში ვიდრე მის კონკურენტს მშობლიური დიპლომით.

2. განსხვავებული გამოცდილება
სწავლების მეთოდები უცხოურ სასწავლებლებში დიდად გასნხვავდება ჩვენი სასწავლებლებისგან. ბევრისთვის საზღვარგარეთ სწავლა გახდება განსხვავებული და საინტერესო პრაქტიკა.

3. უცხო ენის ცოდნის სრულყოფა
უცხო ენის ცოდნის გარეშე დღეს ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ მოსწყვეტთ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ენის სწავლა და მისი სრულყოფა ბევრად მარტვია იმ გარემოში, სად ამ ენაზე საუბრობენ. საზღვარგარეთ სწავლისას , სტუდენტები ყოველდღიურად აუმჯობესებენ ენის ცოდნას ლექტორებთან და თანატოლებთან ურთიერთობით.

4. მუშაობა უახლესი მოწყობილობებით
საზღვარგარეთ სწავლისას კიდევ ერთი უდიდესი პლუსია უცხოური სასწავლებლების მაღალ ტექნოლოგიური აღჭურვილობა. აქ თქვენ იმუშავებთ უახლოეს ლაბორატოერიებში და საუკეთესო აპარატურის გამოყენებეით.

5. პრაქტიკა
როგორც სტუდენტს უცხოური სასწავლებლისა თქვენ რეალური შანსები გაქვთ გაიაროთ სტაჟირება წარმატებულ, ცნობილ კომპანიაში და გააგრძელოთ კიდეც მასში მუშაობა , თუ აჩვენებთ საუკეთესო შედეგებს.

6. ურთიერთობა
საზღვარგარეთ სწავლა საუკეთესო ვარიანტია ექსტრავერტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ ცხოვრება ადამიანებთან ურთიერთობის და ახალი ნაცნობობის გარეშე. ეს საუკეთესო საშუალებაა გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ უამრავ ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაეცნოთ მათ კულტურულ თავისებურებებს.

7. დამოუკიდებლობა
უცხო ქვეყანაში სწავლა, მისი სპეციფიური ტრადიციებით და მენტალიტეტით, რა თქმა უნდა ხელს უწყობს სტუდენტების დამოუკიდებლობის მაჩვენებლის ზრდას. დაგვეთანხმებით, რომ დამოუკიდებელ ადამიანს ბევრად უადვილდება ადაპტირება ნებისმიერ სიტუაციებში და სხვადასხვა სახის ამოცანების გადაჭრა. ეს თვისება კი ფასდაუდებელია მომავალი ცხოვრებისეული ეტაპებისთვისაც.

 

საზღვარგარეთ სწავლის მინუსები (-)

1. ფინანსური საკითხი
ფასები უცხოურ სასწავლებლებში რა თქმა უნდა განსხვავებული, მაგრამ მაინც მაღალია. ამას ემატება იქ ცხოვრების და გამგზავრების ხარჯები.

2. სავიზო ბიუროკრატია
ყველა სასწავლებელი არ არის მზად გადაწყვიტოს სავიზო საკითხვები მარტივად. ამიტომ ეს პრობლემა ზოგჯერ სტუდენტების მოსაგვარებელი ხდება , რომელთაც უწევთ პერიოდულად სამშობლოში დაბრუნება ვიზის გასაგრძელებლად.

3. ენობრივი ბარიერი
თუ თქვენ სურვილი გაქვთ ისწავლოთ საზღვარგარეთ, მაგრამ თქვენი ენის ცოდნა ცოტათი „მოიკოჭლებს“ უმჯობესია ჯერ გააუმჯობესოთ ის. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წააწყდეთ სერიოზულ პრობლემებს სასწავლო პროცესში.

4. სირთულეები დოკუმენტებთან
იმისათვის რომ გაემგზავროთ საზღვარგარეთ სასწავლად სურვილთან და ფინანსურ შესაძლებლობებთან ერთად თქვენ წინ გელოდებათ დიდი „საქაღალდე“ მუშაობა. უამრავი დოკუმენტის მოძიება და მათი თარგმნა.

5. სირთულეები ადაპტაციასთან დაკავშირებით
სხვა სახელმწიფოში ცხოვრება პრაქტიკულად ყველა სტუდენტისთვის არის მოულოდნელი თავგადასავალი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ადაპტაციის პროცესი ახალ საცხოვრებელ ადგილთან და ახალ საგანმანათლებლო სისტემასთან. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. სწორედ ამის გამო ფსიქოლოგები არ ურჩევენ კონსერვატორებს საზღვარგარეთ სწავლას.

6. მკაცრი დისციპლინა
უცხოურ სასწავლებლებში მოქმდებს განსაკუთრებული დისციპლინის სისტემა, რომლის დროს ნებისმიერი დარღვევა დასჯადია და აქ „ჩაწყობა“ ნამდვილად არ ჭრის J თუ სტუდენტი არ გამოჩნდება მეცადინეობაზე საპატიო მიზეზის გამოც კი, ლექტორები არ წავლენ დათმობებზე და მისთვის არ შეცვლიან სწავლების ჩვეულ რიტმს. და ლაპარაკი იმაზე, თუ რა დამოკიდებულებაა და შედეგები მათ მიმართ ვინც თვითნებურად აცდენს ლექციებს, ალბათ საუბარიც ზედმეტია.
 

bg

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით