იტვირთება...
გაერთიანებული სამეფოს სტუდენტებისთვის, არსებობს საშუალო განათლების ორი მნიშვნელოვანი კვალიფიკაციებია: GCSE და A-Levels. GCSE-ს, ანუ საშუალო განათლების ზოგად სერთიფიკატია, რომელსაც ჩვეულებრივ იღებენ 14-16 წლის სტუდენტები, ხოლო A-Levels, ანუ Advanced Level კვალიფიკაციას იღებენ 16-18 წლის სტუდენტები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია და ემსახურება სხვადასხვა მიზანს, მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.
რა არის GCSE?
GCSE – General Certificate of Secondary Education – საშუალო განათლების ზოგადი სერთიფიკატი, არის აკადემიური კვალიფიკაცია, რომელსაც იღებენ სტუდენტები ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. ამ გამოცდას, როგორც წესი, აბარებენ 15-16 წლის სტუდენტები მე-9 და მე-10 კლასში. GCSE-ის მიზანია სტუდენტის ცოდნისა და გაგების შეფასება სასკოლო საგნებში.
GCSE კვალიფიკაცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომელთაც სურთ მიიღონ შემდგომი, უფრო მაღალი განათლების კვალიფიკაცია, როგორიცაა A-Level. Ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დიდ ბრიტანეთში მრავალი კოლეჯი და შემდგომ უნივერსიტეტი ითხოვს მოცემულ კვალიფიკაციას.
GCSE ფასდება 1-9 სკალით, სადაც 9 არის ყველაზე მაღალი, ხოლო 1 ყველაზე დაბალი.
GCSE არის გაერთიანებული სამეფოს განათლების სისტემის განუყოფელი ნაწილი და აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ მიიღონ მსოფლიო დონის განათლება. გამოცდა უზრუნველყოფს აკადემიური მიღწევების მკაცრ და სტანდარტიზებულ საზომს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების კარგად მომზადებულ მომავალ აკადემიურ და კარიერულ პერსპექტივებს.
რა არის A-Level?
A-Level არის აკადემიური კვალიფიკაცია, რომელსაც ჩვეულებრივ იღებენ 16-18 წლის სტუდენტები, საშუალო განათლების ზოგადი სერტიფიკატის (GCSE) გამოცდების დასრულების შემდეგ, მე-11 და მე-12კლასში.
A-Level უფრო სპეციალიზირებულია ვიდრე GCSE, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ კონკრეტული საგნები უფრო ღრმად. სტუდენტები, როგორც წესი, სწავლობენ A-Level-ის სამ ან ოთხ საგანს ორი წლის განმავლობაში. (გამოცდები კი ორივე წლის ბოლოს ტარდება) შეთავაზებული საგნები მოიცავს აკადემიური საგნების ფართო არჩევანს, მაგალითად: მეცნიერება, მათემატიკა, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ენები და სხვა.
A-Level კვალიფიკაცია ფასდება A-E, სადაც A არის უმაღლესი, ხოლო E ყველაზე დაბალი. მინიჭებული შეფასება ეფუძნება სტუდენტის შედეგებს დასკვნით / შემაჯამებელ გამოცდებში. A-Level ფასდება წერილობითი გამოცდების, საკურსო და პრაქტიკული შეფასებების კომბინაციით.
განსხვავება GCSE-სა და A-Levels-ს შორის
სირთულის დონე
A-Level უფრო მოწინავე და რთულია, ვიდრე GCSE. A-Level მოითხოვს კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და დამოუკიდებელი შესწავლის უფრო მაღალ დონეს.
სპეციალიზაცია
მიუხედავად იმისა, რომ GCSE მოიცავს საგნების ფართო სპექტრს, A-Level სტუდენტებს საშუალებას აძლევს სპეციალიზირდნენ კონკრეტულ საგნებში უფრო ღრმად. სტუდენტები, როგორც წესი, ირჩევენ A-Level-ის სამ ან ოთხ საგანს ორი წლის განმავლობაში შესასწავლად.
შეფასება
GCSE ფასდება გამოცდების, საკურსო სამუშაოების და პრაქტიკული შეფასებების კომბინაციით, ხოლო A-Level ძირითადად წერილობითი გამოცდებით.
შეფასების სისტემა
GCSE ფასდება 1-9 სკალით, სადაც 9 არის უმაღლესი შეფასება, ხოლო A-Level ფასდება A-E სკალით, სადაც A არის უმაღლესი შეფასება.
აკადემიური მოთხოვნა
A-Level ზოგადად მიჩნეულია უფრო მაღალ აკადემიურ მოთხოვნად, ვიდრე GCSE. A-Level არის წინაპირობა მრავალი საუნივერსიტეტო პროგრამისთვის, ხოლო GCSE არის წინაპირობა A-Level-ისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან დაჯავშნეთ კონსულტაცია
Mob: +995 555 669 999 | +995 555 969 999
E-Mail: info@academicabroad.ge
Address: 37M, Ilia Chavchavadze Avenue, Axis Towers | 5th floor (Terminal Towers) | 0165, Tbilisi, Georgia
FB: GAA • ჯი ეი ეი - Study Abroad
IG: gaa_study_abroad
TT: gaa_study_abroad