



იტვირთება...
ილია ჭავჭავაძის 37m, აქსის თაუერები (ტერმინალი)
ღონისძიების ადგილმდებარეობა10 აგვისტო 2022
ღონისძიების თარიღი10:00
ღონისძიების დრო18:00
ღონისძიების დასრულების დროთუ გსურთ, რომ ბაკალავრზე სწავლა დაიწყოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, აუცილებლად დაგჭირდებათ ის პროგრამები, რასაც David Game College გთავაზობთ.
David Game College ერთ-ერთი გამორჩეული კოლეჯია ლონდონში, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ პროგრამებს: A Level, GCSE, Foundation.
სტუდენტები, რომლებიც A Level 2 წლიან პროგრამას გადიან, ხვდებიან ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიც არის კემბრიჯი და ოქსფორდი.
GCSE კი მოსამზადებელი პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს სრულყოფილ საშუალო განათლებას.
კოლეჯში აბარებენ მოსწავლეები 14 წლიდან, რათა მოცემული პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ ჩააბარონ ბაკალავრიატზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
ამიტომაც, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული მსგავსი სასკოლო პროგრამებით, რათა შემდეგ მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში ისწავლოთ, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს!
10 აგვისტოს ჩამოდის David Game College-ს წარმომადგენელი, რათა შეხვდეს ქართველ მოსწავლეებსა და გააცნოს მათ კოლეჯის პროგრამების შესახებ ინფორმაცია!
თუ გაინტერესებთ მსგავსი პროგრამები, დარეგისტრირდით შეხვედრაზე.